უქმეებზე ყველაზე მაღალი დატვირთულობა კვლავ კახეთის სასტუმროებშია
სასტუმროების დატვირთულობით ისევ კახეთი ლიდერობს.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ნოემბრის სამომავლო დატვირთულობა ზღვისპირა სასტუმროებში 1%-ს შეადგენს, თბილისსა და სხვა რეგიონებში 5%-ს, ხოლო კახეთის სასტუმროებში 6%-ს.
გასულ კვირასთან შედარებით, ნოემბრის დატვირთულობა 1 პპ-ით გაზრდილია სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისის, კახეთის და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის - არ შეცვლილა
რაც შეეხება უქმეების დატვირთულობას, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა შემცირდა თბილისსა და სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში და ზღვისპირეთში გაიზარდა. დატვირთულობამ 5% შეადგინა ზღვისპირეთში, 6% თბილისში, ხოლო სხვა რეგიონების და კახეთის სასტუმროების დატვირთულობა 15% და 38%
იყო.
არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.