უფასო სერვისები და ფასდაკლება გამოფენებზე - რას გულისხმობს ტურიზმის სექტორის სტიმულირების პაკეტი
მთავრობამ ტურიზმის სექტორში ვაქცინაციის წახალისების მიზნით სტიმულირების პაკეტი შეიმუშავა. პაკეტი გულისხმობს გიდებისთვის უფასო სახელმწიფო სერვისების შეთავაზებას ვაქცინირებული გიდებისთვის, რაც შეეხება კომპანიებს, ისინი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
ეკონომიკის მინისტრი მოადგილემ მარიამ ქვრივიშვლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტურიზმი საქართველოსთვის პრიორიტეტული დარგია და ამ ინდუსტრიის სწრაფი აღდგენა ერთ-ერთი მთავარია ამოცანაა.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ფრონტის წინა ხაზზე არიან, შეხება აქვთ ტურისტებთან და მათი და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია დარგში მომუშავე ადამიანების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული.
მთავრობის წარდგენილი სტიმულირების პროექტის მიხედვით:
ორი დოზით ვაქცინირებული ყველა გიდი ორი თვის განმავლობაში - სექტემბერსა და ოქტომბერში - ისარგებლებს უფასოდ ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე საბაგიროები.
ტურიზმის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს (რესტორნები, განთავსების ობიექტები), რომელთა თანამშრომელთა 60% ვაქცინირებულია, სახელმწიფო ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ის კომპანიები კი სადაც თანამშრომლების 80% იქნება ვაქცინირებული, 50%-იანი ფასდაკლებას მიიღებენ.