ტურიზმი
26/10/2020

უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა

აჭარაში კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური.

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. მ

უშაობა გრძელდება ჩირუხში ტურისტული პროდუქტის შექმნის, მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონების, ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტის მიმართულებითაც.