ტურიზმი
15/01/2021
თუშეთის მიმართულებით ფრენები გაგრძელდება
თუშეთის მიმართულებით ფრენები გაგრძლდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროზე ნებართვა გახანგრძლივდება.
"ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში," - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ფრენების განახლება მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.