ტურიზმი
03/04/2023

ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები იმერეთის კულინარიულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის იმერეთში გასტროტური მოეწყო.

ტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით გაიმართა.

ტურის მონაწილეები ზესტაფონის, ბაღდადის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და ქუთაისში მდებარე ტურისტულად ნაკლებად ცნობილ  საოჯახო კვების ობიექტებსა და მარნებს ესტუმრნენ. ტუროპერატორებმა, ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა ვარციხე და  საზანო მოინახულეს, ეწვივნენ ოტია იოსელიანის  სახლ-მუზეუმს. ტურის ფარგლებში გამართა  იმერული კერძების მომზადების მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ასევე საოჯახო ღვინისა და ლუდის დეგუსტაცია.

გასტროტურის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის  კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფოტურების მოწყობით შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს საშუალებას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ, მოგზაურებისთვის კი ახალი მარშრუტები და  ტურისტული პაკეტები შეადგინონ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022