ტურიზმი
08/02/2021

Turkish Airlines-ი სტამბოლი-ბათუმის მიმართულებაზე რეგულარულ ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს 3 მარტიდან, იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Turkish Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა უკვე მიანიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – განმარტავენ სამოქლაქო ავიაციის სააგენტოში.