ტურიზმი
24/09/2021

ტურიზმისთვის 2022 წელიც რთული იქნება

ტურიზმის სექტორს პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება 2022 წლისთვისაც მოუწევს.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს მხოლოდ 37.5%-ით აღდგება, სასტუმროების საშუალო დატვირთულობა კი 55%-ით.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $704 მლნ-მდე მიიღო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში $2.264 მლრდ.

მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია, თუმცა პანდემიურ პერიოდში შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ.

დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ძირითადად აღდგენილია ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე, თუმცა მეოთხე ტალღამ ინდუსტრიის აღდგენის პროცესი შეანელა.

აღსანიშნავია შიდა ტურიზმის წვლილი დატვირთულობის და საშუალო დღიური ფასის აღდგენაში. 2019 წელთან შედარებით, 2021 წლის I და II კვარტლებში, შიდა ტურისტების რაოდენობა 18% და 29%-ითაა გაზრდილი. 2019 წლის დონეს ინდუსტრია დატვირთულობითა და RevPAR-ით, 2023-ში მიუახლოვდება 2019 წლის დონეს.