ტურიზმი
03/05/2020

ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით საქართველოს ტურიზმის ალიანსი დაფუძნდა

ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით საქართველოს ტურიზმის ალიანსი დაფუძნდა. ორგანიზაციები ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელს 5 მაისს მოაწერენ.

ინიციატივას მხარს უჭერს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა (The USIAD Economic Governance Program).

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA) არის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს ტურიზმის იდენტურობის პოპულარიზაციის განვითარებისა და კერძო სექტორში რეპუტაციის გაღრმავების მიზნით.

მისია ასევე გულისხმობს სფეროს განვითარების საერთოდ სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, სარეკლამო და ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიებების შეთავაზებასა და ორგანიზებას, რაც წარმოადგენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული ტურიზმის სუბიექტების საერთო ინტერესს, ასევე მთავარი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა,ხარისხის ზრდა და სფეროს განვითარებაა.

საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყავნი დარგია. კორონავირუსის გავრცელების ურყოფითი ზეგავლენა ეკონომიკაზე კი, უპრველესად, ტურიზმის სექტორს შეეხო. შესაბამისად, ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და დარგის სპეციალისტების გაერთიანება, რათა ერთიანი, შეჯერებული ხედვით წარიმართოს დიალოგი მტავრობასა და მის ეკონომნიკურ გუნდთან. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პრიორიტეტული საკითხების ერთობლივად შეჯერება, შეთავაზებების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება, სექტორში არსებული ორგანიზაციების ერთიანი ხედვის ადვოკატირება და მთავრობისთვის მიწოდება გაცილებით უფრო ეფექტიანია.

ალიანსის წევრები არიან საქართველოს გასტორნომიის ასოციაცია, ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, საქარტველოს ფერმერთაასოციაცია, საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაცია, ტურიზმის ინსტიტუტი, საქართველოს ტურიზმის კავშირი, საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია. ორგანიზაციები თანხმდებიან, რომერთიანი ძალებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება ნამდვილად შესაძლებელია.

Businesspartner