ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისათვის კონკურსი გამოცხადდა
CENN, პროექტის "ციფრული კავკასია" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (GNTA), Mytravel-სთან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალი-სთან პარტნიორობით აცხადებს კონკურსს საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისათვის.
მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შეუძლიათ შემდეგ ნომინაციებში:
1 საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი;
2 საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი;
3 საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.
1 ნომინაციაში "საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი" გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც CENN გადასცემს ფულად პრიზებს 400$, 300$ და 200$-ის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანია Arealy • არეალი გამოავლენს თავის რჩეულ განთავსების ობიექტს, რომელსაც გადასცემს მომსახურების 6 თვიან პაკეტს, რომელშიც შედის ადმინისტრაციული და ჯავშნების მართვის მოდული და ვებ გევრდის შექმნა (6 თვიანი უფასო მომსახურებით).
2 ნომინაციაში "საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი" გამარჯვებულ ობიექტს Mytravel გადასცემს საპრომოციო პაკეტს, რომელშიც შევა ობიექტის ფოტო-ვიდეო და დრონით გადაღება, მარკეტინგული კომუნიკაცია ციფრულ არხებში და გამარჯვებულ ობიექტში ორ დღიანი განთავსების გათამაშება, რომლის დაფინანსებასაც Mytravel უზრუნველყოფს.
3 ნომინაციაში "საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება" გამარჯვებულ ბიზნესს Georgian Travel Guide დაეხმარება ტურისტული პროდუქტის მარკეტინგულ შეფუთვასა და ციფრულ არხებში განთავსებასაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2021 წლის 20 აგვისტომდე.
ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.