ტურიზმი
27/04/2023

ტურიზმის ასოციაციის წევრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ კამპანიებს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს  მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „Starring Georgia“-ს, „გემო ფესტის“,  მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების  შესახებ ისაუბრა.

„ახლოვდება ზაფხულის სეზონი და ძალიან ბევრ საერთაშორისო ვიზიტორს ველოდებით. შესაბამისად შეხვედრაზე გავაცანით ერთმანეთს გეგმები, გავუზიარეთ ხედვები, მოვისმინეთ დარგის წარმომადგენლებისგან რჩევები თუ როგორ შეიძლება მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.

„ეს შეხვედრა ემსახურება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რომ ჩვენ მეტი გავიგოთ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ეს ინფორმაცია პირდაპირ იყოს მიწოდებული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის“,-აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი დაესწრო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022