ტურიზმი
27/10/2022

ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთში ინფო-ტური გაიმართა

რეგიონებში ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამცხე-ჯავახეთში ინფო-ტური გამართა.

ტური სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ჩართულობით მოეწყო.  ინფო-ტურში 13 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები პურის ფესტივალს დაესწრნენ, რომელიც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო.

ტურის ფარგლებში მონაწილეებმა  საფარის მონასტერი, მწვანე მონასტერი, საროს მონასტერი, აწყურის ციხე, ახალციხის ციხე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი მოინახულეს.  ტურ-ოპერატორებმა  სარო-ნოჯგორის სალაშქრო ბილიკი გაიარეს. ტურის მონაწილეები ადგილობრივ მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს მესხური ღვინო და ადგილობრივი კერძები. ტურის ფარგლებში მონაწილეებმა მეგალითური ციხეები და მესხური დარბაზული სახლები,  ჭობარეთის მესხური ოდა და ჩითახევი დაათვალიერეს.

პურის ფესტივალს  2010 წლიდან  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ატარებს.  2021 წლიდან ფესტივალის ორგანიზებას შეუერთდა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO). წელს ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ.