ტურიზმი
22/01/2021

ტურისტული სეზონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის კურორტების გახსნა იყო – ვატო ასათაშვილი

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას ზამთრის კურორტებზე შეზღუდევების შენარჩუნებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს.

მისი თქმით, რასაც მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე ტურისტული სეზონისთვის არის სამთო-სათხილამურო კურორტები, რომლებზე შეზღუდვაც ძალაში რჩება, რაც ძალიან ცუდია.

„ზამთრის სეზონი ჩავარდნილია, კარგი იქნებოდა, როგორც აჭარაში ისე ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაშიც გახსნილიყო ღია სივრცეები და კვების ობიექტებს მუშაობა ასე გაეგრძელებინათ. მართალია, ეს არც აჭარის რეგიონს მოუტანს დიდ გამოსავალს, თუმცა სულ არაფერს სჯობს. რაც შეეხება სასტუმროებს და სხვა ტურისტულ ობიექტებს ისევ ისეთი ფინანსური კრიზისის წინაშე იქნებიან, როგორც აქამდე იყვნენ,“– აღნიშნავს ვატო ასათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება ზამთრის კურორტებს არ შეეხება. ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა.