ტურიზმი
19/06/2023

Turebi.ge: დღის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან ასობით მოთხოვნა შემოდის

ტუროპერატორები საქართველოდან მოგზაურობის მსურველთა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებენ.
 
როგორც Turebi.ge-ს დამფუძნებელი, ნიკა გოგოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, კომპანიაში დღის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან ასობით მოთხოვნა შედის.
 
„შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის სეზონზე იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, ვერ ავუდივართ მომხმარებლების დამუშავებას. თუ ვინმე წინა წელს იყო თურქეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, წელს  ახალ მიმართულებებს განიხილავენ. დღის განმავლობაში ასობით მოთხოვნა შემოდის,“-აღნიშნა ნიკა გოგოლაძემ.
 
მისივე თქმით, საქართველოდან ბიუჯეტური ფრენები ფაქტობრივად აღარ არის.
 
„იყო პერიოდი, პანდემიამდე, როცა მაგალითად იტალიის მიმართულებით საქართველოდან ფრენა  Wizz Air-ით 50 ევროზე ნაკლები ჯდებოდა. ხშირ შემთხვევაში, ფანტასტიური ფასები ფიქსირდებოდა. თუმცა, ახლა სეზონზე იტალიაში მოგზაურობისთვის 3 000 ლარი მაინც უნდა იანგარიშოს ადამიანმა, რომ ერთკვირიანი კარგი დასვენება და სასტუმრო დაგეგმოს. იტალიის სასტუმროებში პიკზეა ფასები. ამ მხრივ ყველაზე ბიუჯეტური რჩება აია ნაპა, კვიპროსი, საბერძნეთის მიმართულებით შედარებით ბიუჯეტურია ეს ორი ლოკაცია,“-აღნიშნა ნიკა გოგოლაძემ.
 
მისივე თქმით, ტურისტული მიმართულებების არჩევისას მომხმარებელთა მხრიდან დაკვეთა საკმაოდ მრავალფეროვანია.
 
„გაიშალა ტურისტული მიმართულება, მომხმარებლები მსოფლიოს ყველა მიმართულებას განიხილავენ და საკუთარი ბიუჯეტის მიხედვით გეგმავენ. თუ მანამდე იტალიაში პირობითად, რომი, ფლორეცია, ვენეცია იყო ძირითადი არჩევანი, ახლა უფრო ხშირად იტალიის საზღვაო მიმართულებას ირჩევენ, ნეაპოლიდან პალერმომდე მონაკვეთში. ხშირია მოთხოვნა მალტაზე. ეგზოტიკური მიმართულებები ყოველთვის იყო, მაგალითად, მალდივები, ზანზიბარი, თუმცა ძალიან მაღალბიუჯეტურია და მომხმარებელიც შედარებით ნაკლებია,“-აღნიშნა ნიკა გოგოლაძემ.
 
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022