ტურიზმი
09/07/2020

წყალტუბოსა და ლებარდეს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

კურორტების წყალტუბოსა და ლებარდეს განვითარების მიზნით სანიტარიული დაცვის ზონების პროექტირებაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.

კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 100 000 ლარია.

კურორტებზე ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება. მსურველებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარადგინონ 18-დან 23 ივლისამდე.

ლებარდესთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მე-3 ეტაპის სამუშაო მიმდინარეობს, ხოლო წყალტუბოსთვის დასრულებულია მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირების პროცედურები და სამინისტრო ახორციელებს კონკურსის გამოცხადების მოსამზადებელ სამუშაოს.

 

Businesspartner