ტურიზმი
27/07/2023

ტყიბულში მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრი გაიხსნება

ტყიბულის ცენტრში სასტუმროს შენობაში 1,5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და მრავალფუნქციური სავაჭრო და გასართობი ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას ტყიბულის მერი, დავით ჩერქეზიშვილი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, Შენობის სახურავზე მოეწყობა ღია ტერასა, სადაც განთავსდება კაფე და ღია რესტორანი ტყიბულისა და ცხრაჯვარის ხედებით, ასევე სავარჯიშო დარბაზი და სპა ცენტრი.

მრავალფუნციურ ცენტრში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო, ქართულ-ევროპული რესტორანი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და ვირტუალური თამაშების კლუბი.

Businesspartner