ტურიზმი
14/02/2023

TOP 3 ქვეყანა,საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა - ლიდერი რუსეთია

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა , რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. 

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.0%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.9%-ს შეადგენდა.

„2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 3.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 77.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023