ტურიზმი
02/08/2023

თეკუნა გაჩეჩილაძე: მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ Silver Lakes Resort-ის პროექტს

Silver Lakes Resort-ის (ვერცხლის ტბები) თადამფუძნებელი თეკუნა გაჩეჩილაძე განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ტურისტული ობიექტი კომპანია "რიკო რანჩოს" დაქვემდებარებაში გადავიდა. 
 
"ჩემი მოგზაურობა Silver Lakes Resort-თან ერთად დასრულდა. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ერთგულ გუნდთან ერთად შევძელი, ოდესღაც ველური ტერიტორია, უამრავი ადამიანისთვის საყვარელ გასტორნომიულ და განსატვირთ ლოკაციად მექცია.
 
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სტუმარს და თითოეულ მეგობარს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვენდობოდა და გვგულშემატკივრობდა.
დიდი მადლობა ჩემ გუნდს, რომელმაც შეუფასებელი შრომა გასწია ამ პროექტის განსახორციელებლად.
 
ამიერიდან Silver Lakes Resort გააგრძელებს მუშაობას შპს "რიკო რანჩოს" დაქვემდებარებაში.
 
მე და ჩემი გუნდი, გარკვეული სინანულით, ვტოვებთ ამ პროექტს.
თუმცა ცხოვრება გრძელდება და სულ მალე, გაგიზიარებთ ახალი, უფრო საინტერესო და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დეტალებსაც,"-წერს სოციალურ ქსელში თეკუნა გაჩეჩილაძე. 
 
"ბიზნესპარტნიორი" ცდილობს ცნობილ შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას,დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს. 
 
შეგახსენებთ, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ფერმიდან სუფრამდე (Farm to the tables)  კონცეფციით დასასვენებელი სივრცე „ვერცხლის ტბები“ (silver lakes farm) 2022 წელს გაიხსნა. პროექტში თანადამფუძნებელი თეკუნა გაჩეჩილაძე იყო. 

22 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა  მომხდარიყო, უკვე მოეწყობილია  ჯამურად 17 კოტეჯი, აქ ასევე ფუნქციონირებს ხელოვნურად მოწყობილი 7 ტბა (ჯამში 7 ჰა-ზეა გაშენებული)  გარე აუზი, ვენახი, ბოსტნეულის და ხეხილის ბაღები, თევზსაშენი და სხვა... გაშენებულია 2 ჰა ტერიტორიაზე მზესუმზირის ბაღიც, საიდანაც მოყვანილი მზესუმზირით კომპანია საკუთარი მოხმარებისთვის მზესუმზირის ზეთს აწარმოებს.

„ეს კონცეფცია შექმნილია იმათთვის, ვისთვისაც საინტერსოა ეკო და გასტრო ტურიზმი.დამსვენებელი თავად შეძლებს იმუშაოს ბაღსა თუ ბოსტანში, ახლოს იყოს ბუნებასთან და ამისგან დიდი სიამოვნება მიიღოს,“- აცხადებდა  "ბიზნესპარტნიორთან" თეკუნა  გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, პროექტში 100%-ით ქართული ინვესტიციაა განხორციელებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022