ტურიზმი
02/07/2021

თბილისში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბიოგრაფი" გაიხსნა

თბილისის ისტორიულ უბანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბიოგრაფი" გაიხსნა.

სასტუმროს მშენებლობაში კომპანია „მონოლით ჯგუფმა" 18 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმროში, რომელიც 112 ნომერს მოიცავს, ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა იგეგმება.

როგორც სასტუმროს გახსნაზე ნათია თურნავამ განაცხადა, სასტუმრო უკვე აქტიურად იღებს ჯავშნებს და ამ დღეებში პირველ ტურისტებს ელოდება.

 

Businesspartner