ტურიზმი
10/03/2023

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს

28 ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.

ავიაკომპანიის ოპერირების შესახებ საბოლოო დეტალები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, SunExpress-ის მენეჯმენტთან ITB Berlin-ის ფარგლებში განიხილა.

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 28 ივნისიდან ანტალიიდან, 2 ივნისიდან იზმირიდან და 5 ივნისიდან დედაქალაქ ანკარადან  თბილისის მიმართულებით და პირიქით დაიწყებს ფრენებს. როგორც შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, ოპერირების დაწყებამდე, ავიაკომპანია ჩვენი ხელშეწყობით, თბილისში ტუროპერატორებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობით შეხვედრას გამართავს, იმისთვის, რომ სამივე მიმართულებით ბილეთების გაყიდვების ზრდას შეუწყოს ხელი,-“ განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

 SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022