ტურიზმი
16/02/2022

თბილისი-ფრანკფურტი - Condor Airlines-ი პირდაპირ ავიარეისებს 1-ლი მაისიდან შეასრულებს

1-ლი მაისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. 

ფრანკფურტი იქნება რიგით მესამე ქალაქი, სადაც თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გერმანიაში მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 

ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.

ამავდროულად უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია EUROWINGS ზაფხულში, თბილისიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ამ ეტაპზე, გერმანიის სამ ქალაქშია მოხვედრა შესაძლებელი: ბერლინში, მემინგენსა და დორტმუნდში.