ტურიზმი
06/08/2020

თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერული რეისი 21-22 აგვისტოს შესრულდება

21-22 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

ფრენა შესრულდება:

21 აგვისტო, ათენი – თბილისი (გამოფრენა 23:30, მოფრენა 03:20);
22 აგვისტო, თბილისი – ათენი (გაფრენა – 04:10 ჩაფრენა 06:05);

რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის ნებართვა, 5 აგვისტოს მიანიჭა.