ტურიზმი
18/10/2021

TBC Capital: ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს

TBC Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა ყოველკვირეული ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც აგვისტოში, ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე პანდემიის მეოთხე ტალღის ნეგატიური გავლენა ძირითადად ისრაელიდან ვიზიტორების შემცირებით იყო გამოწვეული.

„მოლოდინების შესაბამისად, სექტემბერში ისრაელიდან ზრდა აღდგა, მთლიანობაში კი ტურისტული შემოდინებები დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა და აშშ დოლარში გამოხატვით 2019 წლის სექტემბრის 50.8% შეადგინა.

სამომავლოდ, ეტაპობრივი აღდგენა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ოქტომბერში, 2019 წელთან შედარებით უკვე მაღალი საბაზო ეფექტის გამო გარკვეული შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ასევე თვალსაჩინოა არარეზიდენტების ბოლო კვირის უნაღდო ხარჯებიდანაც. სექტემბრის გზავნილების დინამიკა ასევე მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო და წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა.“–აღნიშნავს, TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022