ტურიზმი
23/01/2023

TBC Capital: ტურისტული შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩავლით, ისტორიულ მაქსიმუმზეა

თიბისი კაპიტალი ტურისტულ შემოდინენების გააქტიურებას მიგრაციის ეფექტის ჭრილში განიხილავს.

"ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დეკემბრის 167% შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზავნილების მხრივ, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, დინამიკა წინა თვეების მსგავსი იყო," - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ დეკემბრის საგარეო ვაჭრობის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი კვლავ გაუმჯობესებულია და ამჯერად სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც კი. თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ ექსპორტის გააქტიურება  პრაქტიკულად მთლიანად რე-ექსპორტის მატებით იყო გამოწვეული.

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ამ შედეგებიდან გამომდინარე წელს ძლიერ ეკონომიკური აქტივობას ელის.

"ამ ფონზე, კითხვაა თუ რამდენად შესრულდება ინფლაციის, განსაკუთრებით ადგილობრივი ფასების კუთხით, და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროგნოზი? თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსი, სულ მცირე ჯამური ინფლაციის მნიშვნელოვანი მოდერაციის მოლოდინებზე მიუთითებს. უფრო მეტიც, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა დამატებით შესუსტდა და ინფლაციით შესწორების შემდეგ, ანუ რეალურ გამოხატულებაში, დეკემბერში მხოლოდ 2% შეადგინა", - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი.

Businesspartner