ტურიზმი
06/05/2022

TAV Georgia ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ელის

TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რამდენიმე ახალი ავიაკომპანიის, მათ შორის ირანული ავიაკომპანიების შემოსვლას აანონსებს.

7 მაისს პირველად ბათუმის ისტორიაში ოპერირებას იწყებს "ეარ ბალტიკი". ახლახანს შემოვიდა გერმანული "კონდორი".

კომპანია აქცენტს გალფის ქვეყნებზე აკეთებს. აგრეთვე მუშაობს არსებული ავიაკომპანიების შემთხვევაში სიხშირეების ზრდაზე, რითიც საბოლოო ჯამში, უკრაინული ავიაკომპანიის ბაზრიდან გასვლისა და უკრაინის ბათუმისა და თბილისისა აეროპორტებში 30% და 12% პროცენტიანი წილების დაბალანსებას ცდილობს. 

"ჩვენთვის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბაზრიდან გასვლა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 4 თვის ჭრილში 18%-იანი ზრდა გვაქვს, რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, მგზავრთა რაოდენობა 60%-ით აღდგა. თბილისში არაერთ ირანულ ავიაკომპანიას ველოდებით, ასევე მნიშვნელოვანი წილია გალფის ქვეყნების, შესაბამისად ხდება ბაზრის კომპენსირება და შევსება ახალი ავიაკომპანიებითა და ახალი სიხშირეებით."– განაცხადა TAV GEORGIA–ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.