SkyUp Airlines-ის რეისებზე აეროპორტში რეგისტრაციაში ცვლილებებია
უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა აეროპორტში რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების პერიოდი შეცვალა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში 20 იანვრიდან შევა.
SkyUp Airlines-ის რეისებზე აეროპორტში რეგისტრაცია, ფრენამდე 2,5 საათით ადრე გაიხსნება და 45 წუთით ადრე დაიხურება. თვითმფრინავში ჩასხდომა კი გაფრენამდე 20 წუთით ადრე შეწყდება.
დღეისათვის რეგისტრაცია ფრენამდე 2 საათით ადრე იხსნება და 45 წუთით ადრე იხურება, ხოლო ჩასხდომა კი 15 წუთით ადრე წყდება.
აეროპორტში რეგისტრაციის ტარიფი 21 დოლარია.
SkyUp Airlines-ის რეისებზე აეროპორტში რეგისტრაციის სერვისი ფასიანი იქნება, ხოლო ონლაინ რეგისტრაცია კი უფასო.
რაც შეეხება ონლაინ რეგისტრაციას, რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და სრულდება 3 საათით ადრე.
აეროპორტში უფასო რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ ასევე რეგულარული რეისების მგზავრები, რომელთა ასაკიც 60 წელზე ზემოთაა და ასევე 1 და 2 ჯგუფის შშმ პირები.
SkyUp Airlines-ის ბილეთების დაჯავშნა, შეძენა და ზოგადად დამატებითი ინფორმაციის მიღება გარდა ავიაკომპანიის ვებგვერდისა შესაძლებელია ასევე საქართველოში Skyup Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში” – (+995 32 2 999 888 mail: info@avianet.ge).
ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.