ტურიზმი
25/02/2021

SkyUp Airlines-ი თბილისიდან ოდესის მიმართულებით რეგულარულ რეისებს აპრილის ბოლოდან განაახლებს

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებას აანონსებს.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, SkyUp Airlines-ი ოპერირებას 30 აპრილიდან განაახლებს და რეისებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

avianews.ge-ს ცნობით, ოდესა-თბილისის მიმართულებაზე ბილეთის ფასი 1 893 გრივნადანაა, ხოლო თბილისი – ოდესას მიმართულებაზე 4 967 გრივნადან.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023