ტურიზმი
25/01/2021

SkyUp Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისებით 4 თებერვლიდან ბრუნდება

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისებით ბრუნდება. ავიაკომპანია, 2020 წლის მარტიდან საქართველოს მიმართულებით მხოლოდ ჩარტერულ ფრენებს ასრულებდა და დაწესებული რეგულაციების ფონზე მგზავრების მომსახურების უფლება მხოლოდ თბილისი-კიევის რეისებზე ჰქონდა.

როგორც AviaNews-ს საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში” განუცხადეს, SkyUp Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს. 

შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ასევე Skyup Airlines-ის გენერალურ აგენტ კომპანია “ავიაქსელში” და თავად ავიაკომპანიის ვებგვერდზე. “ავიაქსელში” შესაძლებელია ასევე იმ მიმართულებებზე ტრანზიტული ბილეთების შეძენა, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020