ტურიზმი
11/11/2020

სინათლე გვირაბის ბოლოს – Wizz Air-ი ფრენებზე მოთხოვნის აღდგენის სავარაუდო თარიღს ასახელებს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ​ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნის აღდგენას 2021 წლის შემოდგომიდან ელოდება. ჯოზეფ ვარადის განმარტებით ის, რამდენიმე თვიანი “ლოქდაუნისა” და ფინანსური ზარალის შემდეგ, “გვირაბის ბოლოს სინათლეს” ელოდება. ვარადი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის შემოდგომიდან COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია დაწყნარდება, რისი მაპროვოცირებელიც ვაქცინის ხელმისაწვდომობა გახდება.

“ადამიანებს სურთ მოგზაურობა. შეზღუდვების მოხსნის მომენტში მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. გაზაფხულსა და ზაფხულში მგზავრთა გადაადგილების მხრივ უფრო პოზიტიურ ცვლილებებს ველოდები”, – განაცხადა ვარადიმ. 

Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა დასძინა ისიც, რომ ფოკუსირებულია შემოდგომისთვის მოთხოვნის აღდგენაზე და ამიტომაც ავიაკომპანია ახალ ბაზებსა და მარშუტებს ქმნის და ასევე ინარჩუნებს პერსონალს.

როგორც ცნობილია, ზამთრის განმავლობაში Wizz Air-ი თავისი შესაძლებლობების 30-50%-ის გამოყემებას გეგმავს, ხოლო Ryanair- და easyJet-ი 40% და 25%-ის.