ტურიზმი
11/09/2023
"შუხმან ჯგუფი" ტურისტულ ინფრასტრუქტურას აფართოებს
"შუხმან ჯგუფი" კახეთში ახალი განთავსების ობიექტის გახსნას გეგმავს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საუბარია კისისხევში დახურული ტიპის კომპლექსზე, რომელიც ტურისტული უძრავი ქონების მიმართულებით ახალ ტრენდს დაამკვიდრებს.
"შუხმან ჯგუფი" კახეთში, 22 კოტეჯის გახსნას მომავალი წლისთვის გეგმავს.
ცნობისთვის, "შუხმან ვაინს შატო" არის დიდი კომპლექსი სოფელ კისისხევში, სადაც გაერთიანებულია, ქართული სამზარეულო, მარანი, სადეგუსტაცია სივრცე, აუზი და SPA მომსახურება.