ტურიზმი
09/09/2020

შრომის ინსპექციის შემოწმებული 2900 სასტუმროდან ნებართვა ნახევარმა მიიღო

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 2900-მდე სასტუმროდან ნებართვა 1461-მა მიიღო.

როგორც შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, ინსპექტორების რაოდენობა უახლოეს დღეებში გაიზრდება და აგვისტოს შუა რიცხვებიდან პროცესში 70-მდე ინსპექტორი იქნება ჩართული.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, 300-მდე ფიტნეს ცენტრიდან 166-ს მიენიჭა საქმიანობის განახლების უფლება. ამასთან შემოწმებულია 140 ღია და დახურული ტიპის აუზი, საიდანაც საქმიანობის განახლების შესაძლებლობა მიეცა 93-ს.

ბექა ფერაძის განმარტებით, 150 ობიეტზე განხორციელებული გეგმიური ინსპექტირების შედეგად 61 ობიექტი დაჯარიმდა.

„სანქცირება ჩვენ გამოვიყენეთ არა მხოლოდ განთავსების ობიექტების მიმართ არამედ ბაზრების და ბაზრობებისა და სხვა ობიექტების მიმართაც. სადაც ვხედავთ რომ მომატებული არის რისკი ჩვენ ვახდენთ ყველა ობიექტის შემოწმებას,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.