შიდა ტურიზმის ანაბარა დარჩენილი ზღვისპირეთის სასტუმროები 64%-ით დაიტვირთა
პანდემიის ფონზე შიდა ტურიზმის ანაბარა დარჩენილ ზღვისპირეთის სასტუმროებს სტუმართა რაოდენობა შედარებით გაეზარდა.
აგვისტოში დატვირთულობამ 64%-ს მიაღწია, მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ტურისტულ ჯავშნებს მოიცავს და არა საკარანტინე სასტუმროებს.
რაც შეეხება მსხვილ სასტუმროებს, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთულობა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისთვის 28%-ს, კახეთისთვის 39%-ს. თბილისში მხოლოდ 4% შეადგინა
საინვესტიციო კომპანია აღნიშნავს, რომ გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების
დატვირთულობა* სექტემბერში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ) და სხვა რეგიონების (+1 პპ) სასტუმროებისთვის, შემცირებულია თბილისისთვის (-1 პპ), კახეთის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.
უქმეებზე გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (82% და 31%, შესაბამისად), ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის ცვლილება არ ყოფილა (30%).
აგვისტოში დიდ სასტუმროებში მნიშვნელოვანი ფასდაკლებები იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.