ტურიზმი
13/09/2022
შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ხარჯები - გაიზარდა
შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა 1,13 მლნ-ს აღემატება, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული.
ამის ფონზე გაზრდილია ტურისტული ხარჯები, მთლიანობაში ადგილობრივმა ტურისტებმა ქვეყანაში 208 მილიონი ლარი დახარჯეს, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კი 163 ლარია.
მთლიანი ხარჯების 36% ძირითადად საყიდლებზე მოდის, 23% კი ტრანსპორტზე.