ტურიზმი
26/01/2021

შალვა ალავერდაშვილი: კურორტებზე ობიექტების 60% უკვე იყიდება

"არ ვიცი რა პასუხი გავცე პარტნიორებს და რა გეგმით ვიმოქმედოთ“ - ამის შესახებ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, მთავრობისა და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ახსნა-განმარტებები სრულიად ალოგიკურია.

"როდესაც გვეუბნებიან, რომ მთის კურორტები შეიძლება წელს საერთოდ არ გაიხსნას, ეს არ არის პასუხი. ამის შესახებ ჩვენ პირდაპირი პასუხი  უნდა  გვქონდეს, რომ მთის კურორტები წელს  არ გაიხსნება. კურორტებს თავისი სეზონი აქვს, რომელიც მარტში მთავრდება.  თუ 1-ელ მარტს გვეტყვიან გაიხსნებითო,  აზრი აღარ ექნება. არ ვიცი, რა ვუპასუხო ჩემს მეგობრებს, პარტნიორებს გუდაურსა და ბაკურიანში - რა შედეგით გამოვედით?! ფაქტობრივად, მთის კურორტებზე მეორე სეზონი ჩავარდა; ფაქტობრივად, ობიექტების 60% უკვე იყიდება,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა