სექტემბერში სასტუმროების ფასების ინდექსი 10 %-ით შემცირდა
2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10 %-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 14.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში და 33.4%-ს შეადგენდა, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში, სადაც ინდექსის დონე -16.3% დაფიქსირდა.
რაც შეეხება სასტუმროების ფასებს ვარსკვლავების მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 168 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 268 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 124 ლარი იყო.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი სექტემბერში 495 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 780 ლარი იყო, თბილისში - 623 ლარი, კახეთში - 514, ხოლო აჭარაში - 460 ლარი.