ტურიზმი
09/10/2020

სექტემბერში ყველაზე ნაკლები ვიზიტორი თბილისის დიდ სასტუმროებს ჰყავდა

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, სექტემბერში დიდი სასტუმროების რეალურმა დატვირთულობამ სხვა რეგიონებში 11% შეადგინა, ზღვისპირეთში 14%, ხოლო კახეთში 35%. თბილისში დიდი სასტუმროების დატვირთულობამ  კი სექტემბერში 8% შეადგინა.


უქმეებზე გასულ კვირასთან  შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირდა კახეთში და ზღვისპირეთში, ხოლო სხვა რეგიონების სასტუმროებში გაიზარდა და 62%, 44% და 39%
შეადგინა.

არსებული ჯავშნების მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები ზღვისპირეთის სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც კახეთი და თბილისი მოყვება. სხვა რეგიონების სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.