ტურიზმი
02/08/2023

საცხენოსნო ტურებით ყველაზე ხშირად თუშეთსა და რაჭაში მიდიან - "შავი ცხენი"

საქართველოში, წინა წელთან შედარებით, საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა 30-40%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საცხენოსნო კლუბ „შავი ცხენის“ მენეჯერმა, ნინო ტურიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოთხოვნა მზარდია როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ისე ადგილობრივების მხრიდან.

„აღსანიშნავია, რომ თუ ადრე ქართველები მხოლოდ საჯირითოდ მოდიოდნენ, ახლა ითხოვენ, რომ ვასწავლოთ ცხენზე სწორად ჯდომა, ცხენის სწორად გაწრთვნა, სწორად მოვლა. ანუ, ცნობიერება ბევრად ამაღლებულია საცხენოსნო ტურებთან მიმართებით. გაზრდილია მრავალფეროვნებაც ასაკობრივ სეგმენტში და გვყავს უკვე 10 წლიდან ზევით მომხმარებლები“, - აღნიშნა ნინო ტურიაშვილმა.

რაც შეეხება უცხოელებს, როგორც „შავი კლუბის“ მენეჯერი განმარტავს, განსაკუთრებული მოთხოვნა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სხვა არაბული სახელმწიფოებიდან ფიქსირდება.

„გვყავს მრავალენოვანი ინსტრუქტორები, ამიტომ ენის ბარიერი არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენთან მამაკაცების გარდა, დასაქმებულები არიან ქალი ინსტრუქტორები და მაგალითად, ქალბატონებს არაბული სახელმწიფოებიდან ძალიან უადვილდებათ მათთან ურთიერთობა, რადგან ქალ ინსტრუქტორთან უფრო გახსნილები არიან. ამიტომ, მორგებულები ვართ ყველა ტიპის მომხმარებელზე“, - განაცხადა საცხენოსნო კლუბის მენეჯერმა.

მისივე თქმით, მომხმარებელზე მორგებულია „შავი კლუბის“ მიერ შეთავაზებული საცხენოსნო ტურების პაკეტებიც.

„გვაქვს ნახევარ-საათიანი, 1 დღიანი, 1 კვირიანი, 2 კვირიანი ტურები, სხვადასხვა ფასის და სხვადასხვა კატეგორიის. გააჩნია მომხმარებელს როგორ სასტუმროში განთავსება, რანაირი გართობა, კვება უნდა. მინიმალური ღირებულება 50 ლარიდან იწყება, რაც მხოლოდ ნახევარ-საათიან ჯირითს მოიცავს და ეს ფასი იზრდება სერვისიდან გამომდინარე. ყველაზე მოთხოვნადი 1 დღიანი ტურებია, როდესაც გადიან ცხენებით, თან მიაქვთ კარვები, ერთი ღამით რჩებიან და მეორე დღეს ბრუნდებიან“, - განაცხადა ნინო ტურიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხანგრძლივი, ანუ 1 და 2 კვირიანი საცხენოსნო ტურების შემთხვევაში, ყველაზე მოთხოვნადი რეგიონები თუშეთი და რაჭაა.

„ხანგრძლივ ტურში წასასვლელად გვჭირდება კვადროციკლები, ჯიპები, რითიც შევძლებთ საკვების და სხვა საჭირო ნივთების, მაგალითად, კარვების გადატანას. ტურები გვაქვს სრულიად საქართველოს მასშტაბით - კახეთის, რაჭის, თუშეთის, ასევე ზღვის მიმართულებით. თუმცა, კონკრეტულ ლოკაციამდე ცხენები გადაგვყავს სპეციალური მანქანით“, - აღნიშნა ნინო ტურიაშვილმა.

ცნობისთვის, საცხენოსნო კლუბი „შავი ცხენი“ სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 5 წუთის სავალზე. კლუბში სხვადასხვა ჯიშის 33 ცხენს ფლობენ - დაწყებული ჰოლანდიური „ფრიზით“ დამთვარებული ქართული, თუშური ცხენით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022