ფოტო: smartertravel
ტურიზმი
27/08/2021

სასტუმროებს 2020 წელს სტუმართა რაოდენობა 66.5%-ით შეუმცირდა

პანდემიამ საქართველოში ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. სასტუმროებს პანდემიურ 2020 წელს სტუმართა რაოდენობა 66.5%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, სულ სასტუმროებმა 1.344 მლნ სტუმარი მიიღეს, საიდანაც 30.6% იყო უცხოელი. სტუმართა 16% რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, 2019 წლის მაჩვენებელთან შდარებით 87.6%-ით; ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (უცხოელი
სტუმრების 3.1%) მოქალაქეები შეადგენდნენ, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა (უცხოელი სტუმრების 10.3 პროცენტი) და ისრაელის (უცხოელი სტუმრების 9.7 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით
განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა (შესაბამისად, 22.3% და 12.3%).

ქვეყანაში სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებათა რაოდენობა 2020 წელს წლიურად 37.3%-ით არის შემცირდა და ქვეყანაში სულ 1 054 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა.