ტურიზმი
16/10/2020

სასტუმროების დატვრთულობის მიხედვით კახეთი პირველ ადგილზეა

სასტუმროების დატვირთულობა ოქტომბერში გაზრდილია, განსაკუთრებით კი კახეთში. TBC Capital-ი კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ მხრივ, სტაბილურობაა მოსალოდნელი, ვინაიდან პრე-კოვიდ ჯავშნები ნელ-ნელა ქრება.

ოქტომბრის მიმდინარე დატვირთულობა პრე-კოვიდ ჯავშნების გარეშე ზღვისპირა სასტუმროებში 2%-ს შეადგენს, თბილისში 6%-ს, ხოლო კახეთის და სხვა რეგიონების დიდ სასტუმროებში დატვირთულობა 18%-ია.

რაც შეეხება უქმეებს, გასულ კვირასთან შედარებით, მაჩვენებელი გაიზარდა მთელს საქართველოში. ზღვისპირეთში 1% , თბილისში 13% და რეგიონებში 62% შეადგინა. ამ მხრივ კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 63%–ი.

ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს.

Businesspartner