ტურიზმი
29/01/2021
სასტუმროების დატვირთულობა მცირედით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი
სასტუმროების დატვირთულობით ისევ კახეთი ლიდერობს.თიბისი კაპიტალის მონაცემებით, იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 6% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 8% თბილისში სხვა რეგიონებში 14% და 19% კახეთში.
გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა მცირედით შემცირდა კახეთში, ხოლო თბილისში, ზღვისპირა სასტუმროებში და სხვა რეგიონებში გაიზარდა.
არსებული ჯავშნების მიხედვით,იანვარში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები
შესთავაზა მომხმარებლებს.