ტურიზმი
12/06/2020

სასტუმროების დაჯავშნა გააქტიურდა

სასტუმროებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა გაუმჯობესება შეინიშნება.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 17 ბრენდირებული სასტუმროს გამოკითხვის მიხედვით, დატვირთულობის წინასწარი მაჩვენებლები თბილისსა და რეგიონებში ივლისში 3-10%, აგვისტოში 8-11%, ხოლო სექტემბერში 12-35% ფარგლებში მერყეობს.

"სასტუმროების ჯავშნები ივნისი-ოქტომბერში გარკვეულ მოსალოდნელ აქტივობაზე მიუთითებს," - აღნიშნავს საინვესტიციო კომპანია.

იქვე მითითებულია, რომ სასტუმროებში დაბალი მოთხოვნების ფონზე, ფასი 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით (რომელიც 17 ბრენდირებული სასტუმროს გამოკითხვას ეყრდნობა) საზაფხულო კურორტებში მნიშვნელოვანი კლებებია საშუალო დღიურ ფასში, განსაკუთრებით ივნისში სადაც გარკვეულ
შემთხვევებში კლება 2019წ. ფასის მესამედზე მეტია.

Businesspartner