ტურიზმი
09/07/2020

სასტუმრო რედისონ კოლექშენი მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს

წინანდალში, სასტუმრო რედისონ კოლექშენი, სადაც ორი დღის წინ ხანძარი იყო,  რამდენიმე დღეში ისევ გაიხსნება.

ხანძარი საუნის ტერიტორიაზე გაჩნდა და მხოლოდ ეს ტერიტორია დააზიანა. 

„სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორის თქმით, უკვე მიმდინარეობს სასტუმროს დაზიანებული ნაწილის გასუფთავება და რადგანაც ხანძარი ლოკალური იყო, სასტუმრო სტუმრებს უახლოეს დღეებში მიიღებს.

კომპანიაში ზარალზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირთ.

გიორგი მარრის თქმით, კომპანიის უპირველესი პრიორიტეტი არის სტუმრების უსაფრთხოება და ეს სასტუმრო არის უმაღლესი სტანდარტების უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი, რამაც შეაფერხა სასტუმროში ხანძრის გავრცელება და სასტუმრო უახლოეს დრეებში გააგრძელებს მუშაობას.

Businesspartner