ტურიზმი
03/08/2023

სასტუმრო "ქედი" - სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს,უსასყიდლოდ ვუმასპინძლებთ

უწერაში მდებარე საოჯახო სასტუმრო "ქედი" სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს განთავსებას სთავაზობს. 
 
"სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს, რომლებსაც არ აქვთ ღამის გასათევი ადგილი, ვუმასპინძლებთ ჩვენთან უსასყიდლოდ, უწერაში. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გთხოვთ დაგვიკავშირდით,"- ნათქვამია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ, მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ზონაში მყოფ მოქალაქეებს შორის დაშავებულები არ არიან.
Businesspartner