ტურიზმი
16/11/2020

“სახლი ტბასთან“ და "საბადურის ტყის ბანაკი“ – პანდემიის პერიოდში დაწყებული ბიზნესი

კარანტინის პერიოდში, ნიკო წივილაშვილმა გადაწყვიტა თბილისში სახლი გაეყიდა და სიონში საკუთარი ბიზნესი დაეწყო.

„მივხვდი, რომ თბილისში ცხოვრება არ მინდოდა. საბადურის ტყეში მაქვს სახლი და გადავწყვიტე რაიმე ბიზნესი გამეკეთებინა, ამიტომ იქვე ახლოს სიონში ვიყიდე მიწის ნაკვეთი და დავიწყე სახლის აშენება. იმის მიუხედავად, რომ ტურისტები არ არიან, ქართველი მომხმარებლისგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ასევე სამზარეულო, სველი წერტილი და ა.შ. 1 ღამის ღორებულება 120 ლარია და გათვლილია 4 ადამიანზე. მომხმარებლებს ვთავაზობთ კვებას, ნავით გასეირნებას და სხვა დამატებით სერვისს,“ – აღნიშნავს ნიკო წივილაშვილი "ბიზნესპარტნიორთან".

პროექტი კერძო ინვესტიციით განხორცელდა, რომლის ღირებულებაც 11 000 დოლარია. გაზრდილი მოთხოვნის გამო, ნიკო წივილაშვილი მომავალში მეორე სახლის აშენებასაც გეგმავს.

„ბიზნესის გაფართოებას ვგეგმავ, რომლისთვისაც განაცხადი შეტანილი მაქვს აწარმოე საქართველოში, და ველოდები პასუხს, რომ ავაშენო მეორე კოტეჯიც. სულ ახლახანს გავაკეთე „საბადურის ტყის ბანაკი“, რომელმაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ჯავშნებიც დაგვიგროვდა. ქარავანი ორ ადამიანზეა გათვლილი, განთავსებულია სამზარეულო სველი წერტილი და საძინებელი. ერთი ღამის ღირებულება 70 ლარია,“ – ამბობს ნიკო წივილაშვილი.

 

 

Businesspartner