ტურიზმი
03/02/2021

საქართველოში შემოსვლას თურქეთის მოქალაქეებიც გამარტივებული წესებით შეძლებენ

იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ვიზიტორები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ, თურქეთი ემატება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ-ნელა დაიწყოს მან ამოქოქვა. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე ემატება თურქეთის რესპუბლიკა და აქედანაც ველოდებით გამარტივებული წესებით ვიზიტორებს",- აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან თვითიზოლაციის ვალდებულება გაუქმდა არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები და საქართველოში საჰაერო გზით შემოვლენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022