ტურიზმი
06/12/2022

საქართველოს იანვარ-ოქტომბერში 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

საქართველოს იანვარ-ოქტომბერში 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

წლიური ზრდა 185.5%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ია.

2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან  შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.

ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში.

2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ნოემბერთან შედარებით +97.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4%  აღდგენილია.