ტურიზმი
30/04/2021
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ლოუქოსტერი Bees Airline იწყებს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას დღეიდან ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი იწყებს.
კომპანია 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში კი რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა 29 აპრილს მიანიჭა.