ტურიზმი
25/08/2021

საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines ბრუნდება

საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines ბრუნდება.

კომპანია ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკა გრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Isr Air -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებაზე და დასაქმებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ისრაელური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების რეისებს სექტემბერში შეასრულებს.