ტურიზმი
04/06/2021

საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Eurowings შემოდის

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, შემდეგი განრიგით განხორციელდება.

დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) - ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, მიმდინარე წლის 4 ივნისს მიანიჭა.