საქართველოს აეროპორტებმა პანდემიამდელი მგზავრთნაკადის მხოლოდ 44% დაიბრუნა
საქართველოს აეროპორტებმა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის მხოლოდ 44% დაიბრუნა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, წლის 10 თვეში აეროპორტები 2 მლნ მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2020-თან შედარებით 151%-ია, 2019 წელთან შედარებით კი, 56%-იანი კლებაა.
ყველაზე მეტ მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა. ზრდა წლის ჭრილში 139%-ია, თუმცა მკვეთრად 59%-ით ჩამორჩება 2019 წელის მგზავრთნაკადს.
ბათუმის აეროპორტში თითქმის 800%-ით გაიზარდა მგზავრთნაკადი. აღსანიშნავია, რომ აეროპორტმა მგზავრების 80%-ის დაბრუნება შეძლო. ქუთაისის აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 206 000 მგზავრს მოემსახურა, კლება 2019 წელთან შედარებით 71%-ია.
ავიასექტორში აქტივობა გამოცოცხლებულია, თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა. უცნობია რა გავლენა ექნება კოვიდ19-ის მეოთხე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები.