ტურიზმი
02/11/2020

საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული ფრენები ათი ქალაქის მიმართულებით განახლდა

ათი ქალაქის მიმართულებით საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული ფრენები განახლდა.

რეისები აღდგა როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რეისები დოჰას, ვარშავას, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის, მილანის, კატოვიცეს, ვილნიუსის და დორტმუნდის მიმართულებით განახლდა.

ცნობისათვის, 13 ივლისიდან ავიარეისები თბილისიდან უკვე სრულდება მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით, ხოლო 1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით.

 

 

 

 

 

ფოტო: cntraveler.com